18 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
მე ამ ადამიანზე ჩემი შეხედულებები მაქვს დადებით, მისი განათლებით, მისი პროფესიონალიზმით - მოსამართლეობის კანდიდატი სილაგაძე მურუსიძეზე 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრები სააპელაციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, პაატა სილაგაძეს უსმენენ. სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრიც არის, რომელმაც 2012-2013 წლებში ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში გამწესების საკითხს მხარი დაუჭირა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, სილაგაძეს შეკითხვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. მას აინტერესებდა, რა მოტივით მიემხრო მაშინ პაატა სილაგაძე ლევან მურუსიძესსილაგაძემ ეს ფაქტი მურუსიძის პროფესიონალიზმით და მასთან მრავალწლიანი ურთიერთობით ახსნა.

„ ლევანს მე დიდი ხანია ვიცნობ, პირველი დღეები არ არის, რაც ვიცნობ, ასე ვთქვათ, თანაშემწეები ვიყავით სასამართლოში, როცა ერთმანეთი  გავიცანით ეს იყო, 99 წლიდან ვმუშაობთ საოლქო სასამართლოში, ცოტა მოგვიანებითაც დაიწყო ლევანმაც მუშაობა.   მე ამ ადამიანზე ჩემი შეხედულებები მაქვს ყოველთვის დადებითი, მისი განათლებით, მისი ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმით, მისი კოლეგიალური დამოკიდებულებით, ადამიანთან ურთიერთობით, რაც განმსაზღვრელი იყო ჩემთვის ამ შემთხვევაში, მისი ცოდნა და განათლება, ამიტომ დავუჭირე მე მხარი,“- აღნიშნა სილაგაძემ.

არამოსამართლე წევრებმა  ასევე კითხვები სასამართლოში სისტემაში არსებულ ე.წ. კლანთან დაკავშირებით დაუსვეს, რაზეც სილაგაძემ უპასუხა, რომ სასამართლო სისტემაში ავტორიტეტები არ არსებობენ და მხოლოდ გარე დარტყმების მოსაგერიებლად არის საჭირო ერთიანი სასამართლოს არსებობა.

პაატა სილაგაძე საკმაოდ ცნობილი და გახმაურებული საქმეების მოსამართლეა, ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელზეც მან  სააპელაციო სასამართლოში იმსჯელა ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს ეხებოდა, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.

დღესვე გასაუბრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, კახა სოფრომაძეც გაივლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები