წითელი ალმები შავი ზღვის სანაპიროზე - 3-4 ბალიანი შტორმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ისინი დამსვენებლებს ზღვაში ბანაობას უკრძალავენ და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ზღვის სანაპიროზე საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემთხევაში თეთრი ალმები გამოიფინება, რის შემდეგაც ზღვაში ბანაობა დასაშვები იქნება. უამინდობამ და გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.