კვარიათში, ზღვაში 30 წლის მამაკაცი დაიხრჩო - უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. იგი პროზექტურაშია გადასვენებული. საშტორმო მდგომარეობის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახური აფრთხილებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.
მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. ზღვის სანაპიროზე, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემთხვევაში, გამოიფინება თეთრი ალმები, რის შემდეგაც ზღვაში ბანაობა დასაშვები იქნება. უამინდობამ უამინიდობამ და გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში, გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.