18 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
„ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები გადაფაროს მოგონილი ჯგუფური ძალადობით,“ -  ხოშტარია აქციის დაკავებულ მონაწილეებს შეხვდა

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები გადაფაროს მოგონილი ჯგუფური ძალადობით,“ - ეს განცხადება, ელენე ხოშტარიამ გლდანის ციხეში დაკავებული აქციის მონაწილეების მონახულების შემდეგ გააკეთა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეები, რომლებიც ხელისუფლებამ ციხეში გამოკეტა, „ქართული ოცნების“ მძევლები არიან და მათ ძალადობასთან კავშირი არ აქვთ.

ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ კადრები, რომელიც სამართალდამცველებმა მტკიცებულებად გამოიყენებს, ხშირ შემთხევაში დამონტაჟებულია და აქციის მონაწილეების მოძალადეებად წარმოჩენის მცდელობას ემსახურება, რადგან დაკავებულების სრულ უმრავლესობას არანაირი შეხება არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ხშირ შემთხევაში ამ პარტიების სახელები საერთოდ არ იციან.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ციხის პირობები ნორმალურია. რაც შეეხება ერთ საკითხს, რაც სწრაფად უნდა მოგვარდეს.მათ შეეზღუდათ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, ყველას ვისაც მე შევხვდი,  ეს არის დამატებითი ტერორი. ერთი ადამიანის გარდა, არც ერთი არათუ არანაირ კავშირში არ არის რაიმე პარტიასთან, ზოგმა პარტიების დასახელებები არ იცოდნენ. ეს ადამიანები არიან მძევლები ამ ხელისუფლების და არანაირი კავშირი ჯგუფურ ძალადობასთან მათ არ აქვთ,“-ამბობს ხოშტარია.

დღის ამბები