18 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები - ოპოზიცია ცენზურაზე საუბრობს და მმართველ გუნდს უპირისპირდება

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება - მმართველი გუნდი, წინასაარჩევნო პერიოდში, კონკრეტული რეგულაციების შემოღების მოთხოვნით გამოდის, რაც ოპოზიციის შეფასებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველი გუნდი აღნიშნული ცვლილებებით ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.

Image result for თინა ბოკუჩავა"არის მთელი რიგი სხვა საკითხები, რომელიც ივანიშვილის მიერ თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში არის ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური საქმიანობა მათ შორის მაგალითად, აკრძალვა ე.წ საარჩევნო ბლოკებზე, იმიტომ რომ ​ მოგეხსენებათ სწორედ ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა დემოკრატიულ საქართველოში ხელისუფლება და ამის აკრძალვა სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს და ასევე რეგულაციები, საარჩევნო დროსთან, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით,"-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის გუნდს 2020 წლის არჩევნებზე გამარჯვების შანსი აღარ აქვს. თუმცა კახიძის თქმით, აუცილებელია, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ხელისუფლება იძულებული გახდეს დემოკრატიული საარჩევნო პროცესები უზრუნველყოს.

Image result for ოთარ კახიძე„მიუხედავად იმ მეთოდებისა, რაც თუნდაც 2018 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენეს, მაინც გარდაუვალია ივანიშვილის დამარცხება, უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხელისუფლება ვაიძულოთ, უფრო დემოკრატიული გახადოს საარჩევნო პროცესები, ნაკლები დისკომფორტი შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს. რაც შეეხება იმასა, გაითვალისწინებენ თუ არა, თუ არ გაითვალისწინებენ მათთვის უარესი, რეალურად უფრო მეტი დარღვევა იქნება პროცესში. ეს ვერ უზრუნველყოფს რასაც ისინი განიზრახავენ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში 2020 წელსაც,"- განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ცვლილებების მიხედვით, პარტიებს ეკრძალებათ ასევე ნეგატიური საარჩევნო კამპანიის წარმოება, რაც ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს ვეღარ გააკრიტიკებს.

Image result for გიორგი ვაშაძე„ცენზურა უნდათ დაგვადონ,რომ 25%-ზე მეტ ნეგატივს ვერ გააჟღერებ. მე როგორ ოპოზიციური პარტიის წევრს არ მექნება შესაძლებლობა ვაკრიტიკო ქვეყანაში არსებული, სიღარიბე, გაჭირვება, კორუფცია. მესამე საკითხი - კოალიციაში და გაერთიანებაში შედიოდა ჩვენგან 5 კვალიფიციური სუბიექტი, ანუ 5 უფასო სარეკლამო დრო გვეკუთვნოდა,ახლა გვეუბნებიან თქვენ ეს 5 უფასო სარეკლამო დრო არ შეგიძლიათ გამოიყენოთ საერთო მიზნისთვის,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები