18 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, ეს არ არის თანასწორობა" - კუკავა ბლოკების აკრძალვაზე 

არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბლოკების გაუქმება პრაქტიკულად ხელისუფების არჩევნების გზით შეცვლის შანსს მინიმუმამდე წევს. "კანონი და სამართალის" გენერალური მდივანი მოუწოდებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ დაუჭირონ მხარი ბლოკების გაუქმებას. 

„ჩვენი მიზანი არ არის პარლამენტში შეღწევა, ჩვენი მიზანია პარლამენტის ხელისუფლების გადაბარება ხალხისთვის, რომ მერე ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა გავაგრძელოთ ხელისუფლებაში ყოფნა, თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ და არ იარსებებს გუნდი პარლამენტში მე პირადად ასეთი პარლამენტის მანდატი არ მჭირდება. ხაზს ვუსვამ დღეს 2019 წლის 5 აგვისტოს მე თქვენ ხელისუფლებას გეუბნებით, ჩემს კოლეგებს ოპოზიციაში, თუ ვინმე აღმოჩნდებით, ვინც ბლოკების წინააღმდეგობას უწევთ თქვენ აგებთ პასუხის 2020-სი ნებისმიერ გართულებულ პროცესზე,"-აცხადებს ”კანონი და სამართალის” გენერალური მდივანი, ირაკლი ღლონტი. 

თანასწორი საარჩევნო კამპანიის გამართვას შეუძლებლად მიიჩნევს კახა კუკავა. ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ ცვლილებების მიხედვით, არც საეთერო დრო და არც დაფინანსება თანაბრად გადანაწილებული არ იქნება.  

„მედიის აგრეთვე ფინანსების მარეგულირებელ წესებში უნდა იქნას შემოღებული ზედა ზღვარი. აუცილებელი არის, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოგვეცეს თანასწორი საშუალება, რომ ვიდებატოთ ეთერებში დაახლოებით თანასწორი საშუალება,რომ დავაფინანსოთ ჩვენი კამპანია. ის რაც დღეს ხდება როდესაც სამ პარტიას დაგროვებული აქვთ ხაზინის ნაძარცვი ათეულობით მილიონები და ჩვენ დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, ეს არ არის თანასწორობა,“-ამბობს კახა კუკავა. 

ოპოზიციაში პრობლემად მიიჩნევენ ცესკოს დაკომპლექტების წესსაც. "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თუ მმართველ გუნდს მართლაც სურს დემოკრატიული პროცესების წარმოება, მაშინც საარჩევნო კომისია თანაბრად უნდა დაკომპლექტდეს. 

„შვიდი ადგილი პოლიტიკური პარტიებისთვის უნდა გადანაწილდეს ყველას თითო-თითო წევრი კომისიაში. ტუ გვინდა სამართლიანი ობიექტური საარჩევნო კომისია, ამისათვის აუცილებელია, რომ პირველი შვიდი ადგილი როგორც გადანაწილდება თითო-თითო კომისიის წევრი გადანაწილდეს ყველგან,“-”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები