მრავალმილიონიანი პროექტები და კომპანიები, რომლებთანაც ხელშეკრულებას ხელისუფლება ტენდერის გარეშე აფორმებს - 26 მაისის ღონისძიებებითან დაკავშირებით უტენდეროდ დახარჯულ 6 ნახევარ მილიონთან დაკავშირებით კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" მოამზადა. არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ აღმოჩენილია არაერთი საეჭვო გარემოება, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას ისინი სამთავრობო უწყებებიდან თვეზე მეტია, უშედეგოდ ელოდებიან.
26 მაისის ღონისძიებებისთვის დახარჯული მილიონობით ლარიდან 97% გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული ხელშეკრულებები იყო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პროექტებზე არ გამოცხადდა ტენდერი და გამარტივებული გზით ერთ პირთან გაფორმდა ხელშეკრულებები. ასეთი ხელშეკრულებებს სახელწიფო აფორმებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 26 მაისი ყოველ წელს მოდის და, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ეს თანხები დაიხარჯოს ტენდერის მეშვეობით და უფრო გამჭირვალედ. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ვნახეთ, რომ, დაახლოებით, 97% ამ თანხებისა პირდაპირი შესყიდვის წესით დაიხარჯა, რაც, რა თქმა უნდა, ზრდის კორუფციის რისკებს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს. ეკა გიგაურის თქმით, ისეთი მძიმე სოციალური პირობების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებებში 7 მილიონის დახარჯვა, დანაშაულია.