17 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ტუტანჰამონის სარკოფაგს პირველად რესტავრაცია უტარდება

ტუტანჰამონის სარკოფაგს პირველად რესტავრაცია უტარდება. ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონის ხის სარკოფაგი ოქროთია დაფარული და ძვირფასი თვლებითაა გაფორმებული. ის ბრიტანელმა არქეოლოგმა 1922 წელს აღმოაჩინა.

სპეციალისტების განცხადებით, სარკოფაგის სიძველიდან გამომდინარე, სარესტავრაციო სამუშაოები განსაკუთრებული სიფრთხილით წარიმართება. სარკოფაგის განახლება 8 თვეში იგეგმება და საზოგადოებას მას მომავალ წელს, ეგვიპტის ახალ მუზეუმში წარუდგენენ.

დღის ამბები