ლარის კურსის არასტაბილურობის გამო ფასების გარდაუვალ ზრდაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ ბიზნესმენები. მათი შეფასებით, პროცესს ხელისუფლება ვეღარ შეაჩერებს, რადგან პრობლემები ამით უკვე ბიზნეს სექტორს შეექმნება.
მეწარმეები მიმდინარე პროცესებში ბიზნესომბუდსმენის ჩართვას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს ყველაფერს უფრო გამჭვირვალეს გახდის.
ივა ჭყონიას განცხადებით, ფასების მატება გამორიცხულია, რადგან ლარმა ინტერვენციის შემდეგ გაუფასურება ისევ დაიწყო.
„ფასების მომატება დღევანდელ პირობებში უბრალოდ გარდაუვალია, აქ საუბარია იმაზე რამდენით მოიმატებს. მიუხედავად ინტერვენციისა, როდესაც პარასკევს ჩაერია ეროვნული ბანკი, დღეს ბლუმბერგზე სავაჭრო კურსი არის დაახლოებით 2.92. იმაზე საუბარი რომ ფასები არ გაძვირდება არ ვთვლი,რომ ძალიან ნაადრევია,“-ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.
თავის მხრივ ფასების ზრდას არც ბიზნეს ომბუდსმენი გამორიცხავს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თუ ლარის გაუფასურება კრიტიკულ ზღვარს გადასცდება, თავისთავად წარმოიქმნება ფასთწარმოების კორექტირება.