პროტესტის 48-ე დღე - აქციას პარლამენტის წინ, დღესაც გადაცემის ფორმატი ექნება. უკვე ხვალიდან კი ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიებას გეგმავენ.
რუსთაველის გამზირზე გუშინ მოწყობილ სცენაზე პარლამენტარიზმის ისტორიაზე იყო საუბარი. მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.