18 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ხაზარაძემ თანამდებობა დატოვა - "ანაკლიის კონსორციუმს" ახალი თავმჯდომარე ჰყავს 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი შეასრულებს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი თედ ჯონასი და „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. მათი დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. ხაზარაძის თქმით, ისინი მზად არიან მათ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებების გაქარწყლებამდე საკუთარი აქციებიც კი გადასცენ საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს.

ამავე თემაზე
დღის ამბები