ნიქოზში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებას აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა.
„დღეს ჩვენ გავხსენით მემორიალი ნიქოზში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი. ეს დაპირება ჩვენ ნიქოზელებს მივეცით დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა აქ ვიყავით და დრეს ყველამ ერთად შევასრულებთ ის, რასაც დავპირდით. დღეს, აგვისტოში, უკვე თერთმეტი წელი გავიდა 2008 წლის ომის შემდგომ. ჩვენ გავხსენით ეს მემორიალი და ყველა ერთად შევთანხმდით, რომ მსგავსი უბედურება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ უნდა განმეორდეს,“- განაცხადა გახარიამ.