ღამის სერენადები ბათუმში 25 აგვისტოს დაიწყება. ზღვისპირა ქალაქში სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამი კონცერტი გაიმართება, ხოლო შემდეგ 2 და 4 სექტემბერს ღამის სერენადები თბილისის კონსერვატორიაში გაგრძელდება.
საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები შეასრულებენ.
ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი იქნება.