17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
გოგი წულაია მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაციის სერვისში არსებულ პრობლემებს აპროტესტებს 

"თავისუფალი საქართველო" მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაციის სერვისში არსებულ პრობლემებს აპროტესტებს. გოგი წულაიას თქმით, ელექტრონული რეგისტრაციის პირობებში მომხმარებლები ჩაბარების ადგილს ვერ არჩევენ და მათ სხვა ქალაქში უწევთ გამოცდის ჩაბარება.

„შემოიღეს ის, რომ შეიძლება შენ ქუთაისში, აგერ ცხოვრობდე 100 მეტრში და არ მოგიწიოს. კომპიუტერმა გითხრას, რომ შენ უნდა ჩააბარო გამოცდა რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში. ზუგდიდელს უთხრას, რომ შენ უნდა ჩააბარო ქუთაისში. ეს არის მიუღებელი,“ - ამბობს გოგი წულაია.

ინფორმაციას არ ადასტურებენ,~ მომსახურების სააგენტოში და ამბობენ, რომ მოქალაქეს თავად შეუძლია, ადგილის შერჩევა, იმ შემთხვევაში თუ ლიმიტი შევსებულია, თავად აარჩევს სხვა ადგილს.

„მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა კანონპროექტი და შეტანილია პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გატანას ჩვენი პრაქტიკული გამოცდის. მოქალაქეს ონლაინ შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად დაჯავშნოს მისი სასურველი რეგიონი, ქალაქი, გამოცდაზე რომელ საათზე გავიდეს. ერთ-ერთი ცივილური ფორმაა და ძალიან კარგია. მოქალაქეს არ უწევს ფიზიკურად რიგში დგომა,“ - განაცხადა მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის უფროსმა, დავით გაბელაშვილმა.

 

 

დღის ამბები