17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა სამსახური დატოვეს

ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა სამსახური დატოვეს. ორდღიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. მუშაობაზე უარი 60-მა ქართველმა მუშამ თქვა. ისინი რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორი ჩინური კომპანიიდან დღიური 20 ლარის 30-მდე გაზრდას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ.

თუმცა მათი მოთხოვნები კომპანიამ არ დააკმაყოფილა, რის გამოც იძულებულები გახდნენ, სამსახურზე უარი ეთქვათ. ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცულები იყვნენ. 

„მოლაპარაკებები, როგორც ყოველთვის, დასრულდა უშედეგოდ, კონტაქტზე არ გამოდიან, საერთოდ არ გამოვიდნენ ოთახიდან. ჩვენი პროტესტი შევწყვიტეთ და მასიურად დავტოვეთ სულ ყველამ სამსახური,“ - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული. 

დღის ამბები