მორის მაჩალიკაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო - ადვოკატი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ასაჩივრებდა. მაჩალიკაშვილის უფლებადამცველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილების ოჯახზე ზეგავლენისთვის გამოიყენებოდეს.
EMC-ში სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზების ნიშნებზეც საუბრობენ. მაჩალიკაშვილის გარდა სასამართლომ დაუშვებლად ცნო 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 3 პირის საჩივარი.
„სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა არის პრობლემური და დაუსაბუთებელი ვინაიდან არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე. მორის მაჩალიკაშვილის შემთხვევაში არსებობს ლეგიტიმური ეჭვი,რომ ეს მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიან პროტესტზე პოლიტიკური ზეგავლენის და ზოგადად ზეგავლენის მოხდენის იარაღად შეიძლება იქნას განხილული,“-ამბობს ადვოკატი ქეთევან ჩუთლაშვილი.