კლინიკური იდიოტიზმი - ასე აფასებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ გია ვოლსკის მოსაზრება, ის ახმოვანებს ხელისუფლების სრული სპექტრის აზრს, რაც სიტყვა-სიტყვით იმეორებს პუტინის გზავნილებსა და რუსულ რიტორიკას.
„ვცდილობ ამ პიროვნებას სოკოსავით რომ არის ამოსული შევარდნაძის რეჟიმის მოსახსენიებლად, პასუხი გავცე ისე, რომ პირადული შეურაცხყოფა არ მივაყენო და თან მივანიშნო, რომ იდიოტიზმი რა თქმა უნდა ცოდვა არ არის, მაგრამ ამის ყოველდღე ტელევიზორში დემონსტრირება საჭირო ნამდვილად არ არის, იმიტომ რომე ს არის კლინიკური იდიოტიზმი, რასაც ეს ადამიანი და მასთან ერთად "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული ხალხი ლაპარაკობს. ზუსტად ასევე ყველას შეუძლია მას უთხრას, ის რომ სახელმწიფოს რომელიღაც სამინისტროში რომ მუშაობდა, მაშინ ის აგრესიები ვისი მოწყობილი იყო, საქართველოს ხელისუფლების?
კოშმარია, რომ ვიღაცა ამ ტიპებს საერთოდ უშვებს ინტერნეტთან, რომ თავის ბოდვა გამოთქვან და რუსეთს კიდევ მიაწოდონ ამუნიცია.ასეთი ხელისუფლება გვყავს რაც გვყავს, აუცილებლად გავყრით ამათ არჩევნების გზით იმიტომ რომ აუტანელია უკვე ამათი მარაზმი“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
საუბარია, ვოლსკის განცხადებაზე,სადაც ის ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორია ქართულმა მხარემ, რუსეთის დაკვეთით დაბომბა.