18 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
"ოცნება" აგრძელებს ამ თემით მანიპულირებას, ქვეყნის დაზიანებას და ქვეყნის მომავლის ნგრევას" - ბაქრაძე ვოლსკის განცხადებას პასუხობს

"ქართული ოცნება" აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას ომის დაწყების საკითხზე მანიპულირებით - "ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, მმართველი გუნდის ლიდერის,  გია ვოლსკის განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და რაც მთავარია აზიანებს მთავარ მიზანს - ქვეყნის სრულ დეოკუპაციას. 

"ნებისმიერი განცხადება, რომელიც ქართულ მხარეს, თუნდაც წინა ხელისუფლებას, მნიშვნელობა არ აქვს, ქართულ სახელმწიფოს ადანაშაულებს იმაში, რომ ის მონაწილეობდა რაღაც ფორმით აგრესიაში ან ოკუპაციაში და ოკუპანტი და აგრესორი არის საქართველო და არა რუსეთი.

ნებისმიერი ასეთი განცხადება ეს არის პირდაპირი დაზიანება ჩვენი მთავარი ამოცანის- ეს არის ქვეყნის გამთლიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" აგრძელებს ამ თემით მანიპულირებას, აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას და ქვეყნის მომავლის ნგრევას ამ კონკრეტული საკითხი,"-აცხადებს დავით ბაქრაძე.

საუბარია, გია ვოლსკის განცხადებაზე, სადაც ის ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორია ქართულმა მხარემ, რუსეთის დაკვეთით დაბომბა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები