17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
საქართველოს წინა ხელისუფლებამ რუსეთს მისცა ნოყიერი ნიადაგი, რომ შემოჭრილიყო საქართველოში - მმართველი გუნდის რუსული რიტორიკა

საქართველოს წინა ხელისუფლებამ რუსეთს მისცა ნოყიერი ნიადაგი, რომ შემოჭრილიყო საქართველოში - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუნდის ერთ-ერთი ლიდერის იმ რიტორიკას აგრძელებენ, რომელიც ოპოზიციამ უკვე შეაფასა რუსული გზავნილების განმეორებად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სწორედ წინა ხელისუფლების მოღალატეობრივმა პოლიტიკამ გამოიწვია 135 ქართული სოფლის ოკუპაცია. 

Image result for დავით მათიკაშვილი"ეს იყო ხელისუფლების არათუ მცდარი, არამედ, შეიძლება შედეგობრივად მას მოღალატეობრივი პოლიტიკაც დავარქვათ, რომელმაც 135 ქართული სოფლის მიტაცება და დამატებით ოკუპაცია გამოიწვია, სწორედ იგივე ხელისუფლებამ სულ რამდენიმე დღეში მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს ისეთ რეზოლუციას სადაც არ იყო დადებითად წარმოდგენილი ქართული მხარე. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განცდილ9ი დამარცხება რაოდენობრივად, რიცხობრივად დიდ მტერთან მოენათლა ე.წ. გამარჯვებად.

რაც შეეხება იმას, ქართულმა მხარემ რა გააკეთა ან არ გააკეთა იმისთვის, რომ პრევენციულად ემოქმედა, არ მიეცა რუსეთის ფედერაციისთვის ნოყიერი ნიადაგი, შემოჭრილიყვნენ ჩვენს სახელმწიფოში და აქტიური საომარი მოქმედებები განეხორციელებინათ, ეს არანაირად არ ეხება იმ საკითხს ჰააგაში რა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს ევროსასამართლო,"-ამბობს დავით მათიკაშვილი.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ბერაია დარწმუნებულია, რომ რუსული ოკუპაცია წინა ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ გამოიწვია. მისი თქმით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, მაგრამ ამის ნიადაგი სწორედ წინა მმართველმა გუნდმა შექმნა. 

ირაკლი ბერაია-ის სურათის შედეგი„ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა წინა ხელისუფლების მავნებლური ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რამაც კომფორტი შეუქმნა აგრესორ სახელმწიფოს საქართველოსთან მიმართებაში მიეღწია თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანებისთვის, არ მიმაჩნია რუსულ ნარატივად რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს  20% არის კონკრეტული უკანონო ქმედებები რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს მიმართ და წინა ხელისუფლებამ, შეუქმნა მაქსიმალური კომფორტი რუსეთს, მისი საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში,  თავისი ანტისახელმწიფოებრივი მოღალატეობრივი პოლიტიკით,“-აცხადებს ირაკლი ბერაია. 

ამ განცხადებების გაკეთებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ 9 პუნქტიანი საბრალდებო დასკვნა და რუსული პროპაგანდის ქართული თარგმანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. რუსეთ საქართველოს ომის დაწყებიდან, 11 წლისთავზე, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ზუსტად იმეორებს კრემლის შეფასებებს და ომის დაწყებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს. ვოლსკის ეს განცხადება, ერთგვარი გაგრძელებაა ქართული ოცნების ხელისუფლების პირველი პირების, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტის იმ შეფასებების, რომელსაც საზოგადოების კრიტიკა უკვე არაერთხელ მოჰყვა, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერი, ისევ იმეორებს, რომ ომის დაწყებაში დამნაშავე არა ოკუპანტი ქვეყანა, არამედ ომის მსხვერპლი- საქართველოა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები