17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია სამტრედიაში გამართეს და ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს. მათი თქმით, სამი თვეა, კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც ერთი კვირაა, სამუშაოები შეჩერებულია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძირითადად ხიდების სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ხელფასები არ დაერიცხებათ.

„ხელფასები არ აგვიღია, უკვე მესამე თვე სრულდება, თითქმის, და ეს არის მთავარი მიზეზი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვქონდა და შევწყვიტეთ მუშაობა და არ განვაახლებთ, სანამ არ იქნება ხელფასები ანაზღაურებული,“ - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული ირაკლი ოდიშარია.

კომპანია ”გრინ ვაის” წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემები აქვთ, თუმცა გარანტიას იძლევა, რომ 15 დღეში ხელფასი დაირიცხება

დღის ამბები