17 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
11 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიაგეს

11 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე პარტიის წევრებთან ერთად მივიდნენ. მათ პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კახა კალაძე 11 წლის შემდეგ მომხდარზე პასუხისმგებლობას მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, იმდროინდელმა მთავრობამ ვერ მოახერხა, თავიდან აეცილებინა მომხდარი. 

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა, ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

დღის ამბები