საქართველო -რუსეთის ომის მე-11 წლისთავს ეძღვნებოდა გუშინდელი აქცია რუსთაველის გამზირზე. სიტყვით გამოვიდნენ ის სპიკერები, რომლებიც რაიმე ფორმით ჩართულები იყვნენ 2008 წლის აგვისტოს პროცესებში.
გუშინვე აქციის მონაწილეებმა 400-ზე მეტი ბუშტი გაუშვეს ომში დაღუპული სამოქალაქო და სამხედრო პირების სახელზე. ასევე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. დღეს ანტისაოკუპაციო აქციის 50-ე დღეა.
„ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ეს ქვეყანა არ არის ვოლსკების ქვეყანა. ჩვენ არასდროს არ დავემონებით რუსეთს. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე,“ - განაცხადა მარიამ გეგუჩაძემ.