ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი ბახმაროს სტუმრობს. ჰოლანდიელები საქართველოში 10 დღიანი ტურით იმყოფებიან და მის ფარგლებში 25 კონცერტის გამართვას გეგმავენ.
ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი ბახმაროში "ბახმაროსა და გომისთვის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის მიწვევით ჩავიდნენ. კონცერტი "არა ბახმაროს ურბანიზაციას" ეგიდით ჩატარდა.
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბახმაროს გუდაურიზაცია, უარი ვუთხრათ რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს," - თქვა კონცერტის ორგანიზატორმა, არმაზ ახვლედიანმა.
ჰოლანდილებმა ბახმაროში გამართულ კონცერტზე ცნობილი მუსიკალური ნომრები, მათ შორის ქართული კომპოზიციები შეასრულეს. უამინდობის გამო, წარმოდგენა სასტუმრო ბახმაროს ფოიეში გაიმართა, თუმცა, თავდაპირველად, მისი ჩატარება ღია ცის ქვეშ იგეგმებოდა.