ხმაური ზუგდიდში - აგვისტოს ომში დაღუპული სერგი გოროზიას დედა გარდაცვლილი გმირების მემორიალთან მისულ ადგილობრივ ხელისუფლებას პროტესტით დახვდა. მზია გოროზია წლების განმავლობაში მეომორიალის დეტალების შეცვლას ითხოვდა, რომლის დაფაზეც რუსული ოკუპაციის სიმბოლოებია დატანილი. გარდაცვლილი გმირის დედა ამ ფაქტს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების შეურაცხყოფად აღიქვამს.
სერგი გოროზიას დედის განცხადებით, მემორიალზე რუსული ჩექმა და საბჭოთა კავშირის ჯარისკაცის სამხრე ნიშანი არის წარმოდგენილი, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„მე არ ვამბობ, რომ რაღაცა ძალიან ძვირფასი და უშველებელი ყოფილიყო, მაგრამ ყოვლად მიუღებელია ბეტონი ჩემთვის. ჩემი შვილის სიცოცხლის ნაცვლად, მე ვხედავ ჩექმას, რუსულ ჩექმას. მე ვხედავ „პაგონს“ სამხრეებზე. დღეს ჯარისკაცის საველე ფორმას წოდება მხრებზე არ აქვს, მკერდზე უკეთიათ,“- განაცხადა მზია გოროზიამ.
ზუგდიდის მერის განცხადებით, აღნიშნული მემორიალი საზოგადოების საკუთრებაა და ადგილობრივი ხელისუფლება მათ შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
„გმირების ოჯახის წევრებს ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ეს შენიშვნები გავითვალისწინოთ. ეს მემორიალი არის საზოგადოების საკუთრება და ბუნებრივია, საზოგადოების ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება, რათა სრულვყოთ ჩვენი გმირების უკვდასაყოფი მემორიალი,“ - განაცხადა გეგა შენგელიამ.