18 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
"ომმა გამანადგურა, სანამ ქართველებს ერთად ყოფნა არ გვიწერია, არაფერი გვეშველება“ – ქალი, რომლის ბაღშიც მავთულხლართებს ავლებდნენ

რუსეთი საქართველოს შუაგულში ისევ მავთულხლართებს ავლებს. აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე ოკუპანტების სამიზნე გუგუტიანთკარია. ადგილობრივების ბაღებში აბრებს ამონტაჟებენ, დადიან რუკებით და ახალი ტერიტორიების ოკუპაციას ახდენენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები ოკუპანტებმა გუშინ დაიწყეს, თუმცა დღეს არ გამოჩენილან. მათი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ისე დაამაგრეს რამდენიმე ბოძი, რომ მათთვის ხელი არავის შეუშლია.

"ომმა გამანადგურა. ნეტა შეიძლებოდეს, ჩემს სიცოცხლეს საქართველოს სევწირავდი. ჩემი შვილები დევნილები არიან. რომელი ერთი ჩამოვთვალო. ნეტა შეიძლებოდეს, ჩემს სიცოცხლეს საქართველოს შევწირავდი. სანამ ჩვენ ქართველებს ერთად ყოფნა არ გვიწერია, არაფერი გვეშველება, როდის იყო არეულ ოჯახს მეზობელი პატივს სცემდა.ერთად ტუ არ დავდგებით მტრის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი. 

ადგილზე იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშიას” წევრები. როგორც დავით ქაცარავა ამბობს, ამზადებენმავთულხლართების დასამონტაჟებელ ბოძებს.

„როგორც გავიგეთ, ადგილობრივი მოსახლეობა შეეცადა, დაეცვა თავიანთი ეზოები, ხაზები გაატარეს რუსებმა ადგილობრივების ეზოებში, თუმცა ისინი აგრესიულები იყვნენ და იარაღის მუქარით უკან დაახევინეს. გაკვირვებულები ვართ, რომ რეაგირება გუშინვე არ მოჰყვა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში,“ - ამბობს ქაცარავა.

როგორც სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის სამუშაოებს საოკუპაციო რეჟიმი აღარ ატარებს. მისი განცხადებით, ცხელი ხაზის მეშვეობით საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები, შეჩერებულია. უკვე ორჯერ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, იმ ეპიზოდზე, რომელსაც, სავარაუდოდ, გუშინ ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკანონო და ამ დღეებში კიდევ უფრო პროვოკაციულია.

გამართლება, ლეგიტიმაცია არც სხვა დღეებში ექნებოდა და მით უფრო ამ დღეებში მტკივნეულად აღიქმება. ჩვენი და შესაბამისი უწყებების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ამოწურულ იქნას ასეთი უკანონო მოქმედებები, არ ჰქონდეს გაგრძელება და ადგილზე თუკი რაიმე ტიპის ზარალი აქვს მოსახლეობას ან რაიმე დამატებითი დაბრკოლებებია, შევისწავლოთ და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

განახლებული ბორდერიზაციის შესახებ "კურიერს" ინფორმაცია გუშინ მიაწოდეს, თუმცა სუსმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწყებული სამუშაობის შესახებ ფაქტი არ დაადასტურა. 

დღის ამბები