18 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
„ჩვენი პოლიციელი ტიროდა, კეხველი ბიჭი, რა გავაკეთოო" - გუგტიანთკარის მცხოვრებლებს რუსი ოკუპანტები სასმელი წყლის ნაგებობასაც ართმევენ

ახალი მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრები გუგუტიანთ კარში - რუსმა ოკუპანტებმა ბარიერების მონტაჟი დღეს დროებით შეაჩერეს. სამუშაოების სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაგრძელდება. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზერუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. ბორდერიზაციის პროცესი ორი დღის წინ დაიწყო. 

მომხდარს იხსენებენ ადგილობრივები, ვისი მიწის ნაკვეთებიც მათულხლართებს მიღმა რჩება. ისინი ჰყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ. მოსახლეობა ახალი რუსული მავთულხლართების მოლოდინშია მათი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება სათავე ნაგებობა, რომელიც წყლით ორ სოფელს ამარაგებს.

„ჩვენი პოლიციელი ტიროდა, კეხველი ბიჭი, აქ მიდგას ბოღმა, ცრემლებიო, რა გავაკეთოო. აბა, რა გავაკეთოთ,“-ამბობს ადგილობრივები.

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა ამბობს, რუსი ოკუპანტები ნაცნობი ხელწერით მოქმედებენ და ისინი მორიგი სამუშაოების გაგრძელებისთვის დირექტივებს ელოდებიან.

„ეს ხელწერა ნათელი და ცნობილი, რუსი ოკუპანტები ქოთანს იქით აბამენ ყურს საითაც უნდათ. მაგალითად, გუშინ,როცა ეს რვა ბოძი დაამონტაჟეს, ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ შეიძლება წავიდნენ მარჯვნივ, შეიძლება წავიდნენ მარცხნივ, ჯერ ელოდებიან მითითებებს საით გაგრძელდება ეს უკანონო ბორდერიზაცია.

ჩვენ ვრჩებით ადგილზე, არ გავდივართ ამ სოფლიდან და იმედი მაქვს ხელს ამაში არ შეგვიშლიან. და, როგორც ატოცში მოვახერხეთ, სამოქალაქო აქტივობით, რომ შეგვეჩერებინა ბორდერიზაცია იმედია მოვახერხებთ ამას გუგუტიანთკარშიც“-ამბობს ლაშა ბერულავა.

დღის ამბები