აგვისტოს ომიდან 11 წელი და განახლებული უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში - სახელმწიფო მინისტრის აპარატში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო კონსტრუქციების აგების შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდათ.
უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთი ახლა პროვოკაციებს აწყობს. ზვიად ზვიადაძის თქმით, ახლა ადგილზე ეცნობიან, რა ტერიტორია მოჰყვა ამჯერად რუსულ მავთულხლართებში და რამდენი ოჯახი დააზარალა პუტინის რეჟიმმა.
"ახლა მიმდინარეობს იმის გარკვევა თუ კონკრეტულად რა ტერიტორიაა, ვინ დაზარალდა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებში არის თუ არა გადმოსული უკანონო კონსტრუქციები.
დღევანდელი დღე ფაქტია იმისა, რომ რუსეთი არ ჩერდება, საოკუპაციო ძალა არ იხევს უკან და პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს სიტუაცია გაამწვავოს, აწყობს პროვოკაციებს.
გუშინ საღამოს გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც გაურკვეველ კონსტრუქციებს უკვე აწყობდნენ რუსი სამხედროები.ჩვენი ინფორმაციით, ახლა რასაც ვხედავთ, ინსტალაცია ბოძების დაიწყო გუშინ 7 აგვისტოს,“-აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ზვიადაძე.