18 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"მაინტერესებს, რატომ აჭერინებდა ვიღაცებს მითითებით" - 20 ივნისის აქციისას დაზარალებულები ანზორ ჩუბინიძეს მიმართავენ   

20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს დაზარალებულებს ეჭვი აქვთ, რომ სამართალდამცველები აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სათანადოდ არ იძიებენ. ისინი ამ განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ინტერვიუს ეხმაურებიან.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ, კამერების წინ პირველად გამოჩნდა, თქვა, რომ საქმის გამომძიებლებს ის ჯერ არ დაუკითხავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ანზორ 20 ივნისის აქციაზე იმყოფებოდა და გავრცელებულ ვიდეო კადრებშიც ჩანს, რომ ის საპროტესტო აქციის დაშლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, გამომძიებლებს კითხვები მასთან, ამ დრომდე არ გასჩენიათ.

20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაკავებული ვანო სხირტლაძეს აინტერესებს, რის მიხედვით არჩევდნენ ადამიანებს აქციის დარბევის დროს და დამიზნებით, რა პრინციპით ესროდნენ.  

„იმ წუთას ვინც იყო და ამას განაგებდა, თუ უშუალოდ ჩუბინიძემ გასცა ბრძანება, მაშინ ჩუბიძინეა ადრესატი. თუ ჩუბინიძე ვიღაცის ბრძანებას ასრულებდა, მაინც დასაკითხია ჩუბინიძე, იმიტომ რომ მივიდეთ იმ ადამიანამდე. უთითებდა ვიღაცებს, რომ დაეჭირათ კონკრეტული პიროვნებები, რა მიზნით უთითებდა, ამ ადამიანებმა რა დააშავეს? ვთქვათ, რატომ უთითებდა მარჯვნივ და არა მარცხნივ, ეს მაინტერესებს, რატომ აჭერინებდა ვიღაცებს მითითებით, რამე დანაშაული მიუძღვით თუ უბრალოდ სახეზე არ მოეწონა ეს ადამიანები. ჩემი აზრით, ალბათ ვინც უფრო ადვილი მოსატაცებელი იყო, იმაზე უთითებდა“ - აცხადებს ვანო სხირტლაძე.   

ანტისაოკუპაციო აქციის კიდევ ერთი მონაწილე  ნიკა ასლამაზიშვილი, რომელიც სპეცზრაზმელის მიერ დამიზნებით ნასროლი ე.წ. რაკეტისებრი ტყვიით დაიჭრა ამბობს, რომ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე აქციის მონაწილეებისკენ ხელს იშვერს.

„ცალსახად ნათელია, როდესაც ადამიანი პირდაპირ იძლევა განკარგულებებს და პირდაპირ იშვერს ადამიანებისკენ ხელს. უკვე თავისთავად ცხადია, მაგას დამონტაჟება არ სჭირდება“ - აღნიშნა ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ასლამაზიშვილი.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები