ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვიან.
დაცვის მხარე ამბობს, რომ პროკურატურის მტკიცებულებებით ვერ დგინდება ის დანაშაული, რომელსაც პროკურატურა 7 მაღალჩინოსანს ედავება.
„ჩვენ შესავალ სიტყვაში დეტალურად გავამახვილებთ ყურადღებას იმ არსებით გარემოებებზე, რომლებიც გამორიცხავს ერმაკოვის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, მოსამართლეს, დარწმუნებული ვართ, რომ შეექმნება რწმენა, ბრალდების აბსურდულობის შესახებ და ერთადერთი სავარაუდო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღოს სასამართლომ, იქნება გამამართლებელი განაჩენი“ - აცხადებს ადვოკატი, ლევან მახარაშვილი.
გამოძიება მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, სახელწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.