18 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
შტურმი „რუსთავი2“-ის შემდეგ, "ტვ პირველზე" - ვატო წერეთელი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სურს

„რუსთავი2“-ის შემდეგ, ხელისუფლების შტურმის მთავარი სამიზნე, ახლა "ტვ პირველი" ხდება. ხელისუფლების მიერ, „ტვ პირველის“ ჯიბეში ჩადების გეგმაზე, სასამართლოდან გამოსულმა არხის დამფუძნებელმა ისაუბრა.

ვატო წერეთელი დარწმუნებულია, რომ მასზე ზეწოლის დაწყებით „ტვ პირველის“ ხელში ჩაგდება ხელისუფლებას უნდა.

წერეთლისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ კითხავენ მას ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ახლა, 11 წლის შემდეგ და მაშინ, როდესაც tbc-ის დამფუძნებლებს ბრალი უკვე წაუყენეს და გირაოც შეფარდებული აქვთ.

პოლიტიკურად ცხელმა ზაფხულმა და არხის დამფუძნებლებზე მიტანილმა იერიშმა „ტვ პირველის“ სახეებს კითხვები აღარ დაუტოვა. ჟურნალისტები დარწმუნდნენ, რომ ხელისუფლებამ დამოუკიდებელი არხის ჩაყლაპვის გეგმა აამუშავა.

სასამართლოდან გამოსული პროკურორის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ვახტანგ წერეთელმა გამოძიებას ვერაფერი უთხრა ისეთი, რასაც პროკურატურა tbc ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოიყენებდა. 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის დეტალები წერეთელს არ ახსოვდა. საქმის პროკურორმა დღეს თითქმის დაადასტურა, რომ კითხვები ფორმალური იყო.

რის გარკვევას ცდილობდა პროკურატურა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესახებ ვატო წერეთლისგან, ეს „ტვ პირველი“ დამფუძნებლის ადვოკატისთვისაც გაუგებარი დარჩა. კახა წერეთლის ინფორმაციით, შეხვედრის ბოლოს, პროკურატურამ მათი საქმის დეტალების გაუთქმელობაზე ხელის მოწერა მოსთხოვა.

განიხილავს თუ არა პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ბრალდებულების რაოდენობის გაზრდას, ჯერჯერობით უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები