პროტესტის 50-ე დღე - პარლამენტთან აქცია "სირცხვილია" იმართება. აქციას დღესაც გადაცემის ფორმატი აქვს. რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სცენაზე საინფორმაციო ომის ისტორიაზე, საბჭოთა პროპაგანდასა ამ ომში რუსული საბრძოლო მეთოდების შესახებ ისაუბრებენ. მიწვეულ სტუმრებს შორის არიან ისტორიკოსი, თეიმურაზ პაპასკირი, ასევე "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი და მედიის განვითარებს ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა.
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. ისინი გავრილოვის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს აკისრებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. მათი თქმით, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე რუსთაველის გამზირზე აქციები გაგრძელდება.