„რუსთავი 2“-ის შემდეგ ტვ „პირველი“ - შეტევას მედიაზე არასამთავროები ეხმაურებიან.
ტვ „პირველისა“ და მისი მფლობელის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის ერთი დიდი ჯაჭვის მცირე ნაწილია.
„მე მგონია იმის გამო, რომ ჯერჯერობით ჩვენ არც ერთ ღირებული და წონიანი მტკიცებულებები პროკურატურის მხრიდან არ გვინახავს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გამოძიების უკან არის პოლიტიკური მოტივაციები.
„რუსთავი2“-ის შემდეგ, ცხადია ყველას მოლოდინი იყო, რომ ტვ „პირველის“ ჯერიც დადგებოდა და ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ამას აქვს ადგილი,“-აცხადებს ეკა გიგაური.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტვ „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას სხვადასხვა გზით ცდილობს.
„იცით, რომ ტვ „პირველთან“ დაკავშირებით მანამდეც იყო პრობლემები და ეს რაღაც ერთი ჯაჭვის ნაწილია და ამ ერთიანობაში თუ შევხედავთ შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ ერთ-ერთ მიზანი მათ შორის დღეს ხელისუფლების რიგითი წარმომადგენლებისა იყოს, კიდევ ერთ კრიტიკული ტელევიზიის, ტვ „პირველის, სარედაქციო პოლიტიკის თუ მისი დამოუკიდებლობაზე გარკვეული გავლენა,“-ამბობს მიხეილ ბენიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ტვ „პირველზე“ შეტევა არის შეტევა დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე. ჯიშკარიანის თქმით, ისინი ახლა უკვე სერიოზულ შეტევას, არასამთავრობო სექტორზე ელოდებიან.