17 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"არის თუ არა პუტინი ოკუპანტი - ჟურნალისტის კითხვამ მამუკა მდინარაძე გააღიზიანა

"არის თუ არა პუტინი ოკუპანტი - "კურიერის" კითხვამ საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გააღიზიანა. ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ პუტინი ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელია, კითხვა კი "ნაციონალური მოძრაობის" ანტიქართული ნარატივის ნაწილია.

ასეთი პრიმიტიული შეკითხვა - პუტინი არის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელი, ოკუპანტი ადამიანია პუტინი და ასეთი პრიმიტიული კითხვები მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ არ გავიდეთ იმის შემდეგ და "ნაციონალური მოძრაობის" ღალატში არ შევიდეთ სიღრმეებში. როდესაც კიდევ ერთხელ მკითხავთ, ვინ დაიწყო ომი - უნდა გიპასუხოთ, რუსეთმა, - ვინ არის პუტინი - ეს არის ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელი, ასეთი პრიმიტიული კითხვები მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აფიქრდება იმისთვის, რომ თავისი მოღალატეობრივი ქმედებების შესახებ არავინ ისაუბროს," - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც, რომლებიც იმავე კითხვებს სვამენ, "ნაციონალურ მოძრაობას" ანტიქართულ ნარატივში მიჰყვებიან.

"ეს არიან ადამიანები, რომელთა ნაწილი, სამწუხაროდ, მიჰყვება ამ ანტიქართულ ნარატივში "ნაციონალურ მოძრაობას,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.  

დღის ამბები