17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია

ნიკა გვარამიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ბრალის დადგენილება ოფიციალურად გადასცეს. გვარამიამ პროკურატურის ეზოში ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. " რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებით, ბრალში არ დევს ის ეპიზოდი, რომელზეც დღეს პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. საქმე ეხება ბინების საკითხს. 

„ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყუილად ბრალში არმყოფი ეპიზოდის იქ მოყოლა დაუჯდება პატიმრობად. ყველა ეს ნაბიჭვარი, ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის, საქართველოში პუტინის სტილით პოლიტპატიმრების გაჩენას. ამ ქვეყანაში რა პლატფორმაც არ უნდა იყოს ამ დედა მო.. სვავის გასაგდებად, მასში მივიღებ მონაწილეობას, თუ გინდათ კომბალს დავიჭერ, თუ გინდათ საარჩევნო მანდატს. ვუთხარი, რომ არანაირ გირაოს არ გადავიხდი,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

დღის ამბები