ოზურგეთი-თბილის მიმართულებით ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური 15 ლარიდან 20 ლარამდე გაძვირდა.
როგორც ოზურგეთის ავტოსადგურში ამბობენ, თუ საწვავზე ფასების მატება გაგრძელდა, ისინი იძულებულნი იქნებიან, მგზავრობა როგორც ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, სამტრედიისა და ქუთაისის, ასევე ლანჩხუთი-ჩოხატაურისა და ოზურგეთის სოფლების მიმართულებითაც გააძვირონ.
ოზურგეთის ავტოსადგურის ხელმძღვანელმა „კურიერს“ უთხრა, რომ მგზავრობის გაძვირება საწვავზე ფასების მატებამ განაპირობა. მისი თქმით, ტარიფმა მძღოლების თხოვნის საფუძველზე და კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოიმატა.