17 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
40 ათას ლარიანი გირაო და ქვეყნის დატოვების აკრძალვა - გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.
თითქმის 6 საათიანი სასამართლო პროცესი ღამის ორის ნახევრისთვის დასრულდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა. პროკურატურა 80 ათასს ითხოვდა.

გვარამიას ასევე, აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

„5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი, პრინციპის ამბავია, მოსამართლეს ვუთხარი გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანო-თქო და ასეთი რამ არ გამიგია, რომ გეუბნება ბრალდებული არ გადავიხდი, მაინც გამოგაქვს... პროკურატურას ეგ დაემართა, რა სიმბოლური შარვალიც გუშინ ჩავიცვი, შეეშინდა რეალურად და გასაგები იყო, რომ უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო მოითხოვეს. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის“, - ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამიას უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი კი აცხადებს, რომ სასამართლომ წინასწარ განსაზღვრული დავალებით იხელმძღვანელა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომლებიც დღევანდელი მსჯელობის შედეგად იქნა მიღებული. ეს არის ცალსახა. ეს არის გადაწყვეტილება მიღებული იმისდა მიუხედავად თუ რა ხდებოდა დარბაზში, რა მასალები იყო წარმოდგენილი პროკურატურის მიერ. ფაქტია, რომ სასამართლო არ დაინტერესდა რეალურად რა ხდება. მან იხელმძღვანელა განსაზღვრული დავალებით და მიიღო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები