17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"მალე "რუსთავი 2"-ის ადგილას აშენდება კორპუსები და ამით დამთავრდება "რუსთავი 2"-ის ისტორია“-ოპოზიცია კომპანიის გაყიდვაზე 

ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ "რუსთავი2" იყიდება,  ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან. ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, მისთვის კომპანიის ახალი მფლობელის განცხადება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს მიწასთან გაასწოროს "რუსთავი 2" და ძალიან მალე ეს ასეც იქნება.  

Image result for ზაალ უდუმაშვილი„ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ. საერთოდ არ არის სიურპრიზი. ივანიშვილის მიზანი საერთოდ არ არის ამ ტელევიზიის შენარჩუნდება თუნდაც რაიმე სხვა ფორმით. ახლა ივანიშვილის მთავარი მიზანი არის ამ ამ 7 წლიანი ომის შემდეგ მოიგო რა და დაეუფლა რა ამ ტელევიზიას ახლა მისი მთავარი მიზანია ყველა ფორმით დაამციროს, გაანადგუროს ეს ტელევიზია და მიწასთან გაასწოროს. მიწასთან გაასწოროს რომ ვიძახი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ძალიან მალე რუსთავი 2-ის ადგილას აშენდება საცხოვრებელი კორპუსები და ამით დამთავრდება რუსთავი 2-ის ისტორია. ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ რამე გარანტიები ექნება ვისაც მიყიდის ივანიშვილი ამ ტელევიზიას. იმიტომ, რომ ახლა რაში სჭირდება ისეთი ადამიანი ვინც ისევ ტელევიზიის გაკეთებას მოჰკიდებს ხელს. ბუნებრივია ისეთ ადამიანს უნდა გადასცეს ეს ტელევიზია ვინც ბოლომდე გაანადგურებს მას,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ ნებისმიერი ადამიანის უკან, ვინც "რუსთავი 2"-ს იყიდის, ბიძინა ივანიშვილი იდგება. ოთარ კახიძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას ცინიკურს უწოდებს.

Image result for ოთო კახიძე„ეს განცხადება არის ჯერ ცინიკური. ვინაიდან ქიბარ ხალვაში, რომლის უკანაც რეალურად ბიძინა ივანიშვილი იდგა არის სწორედ ის პირი ვისი განცხადებითაც დაადეს ყადაღა რუსთავი 2-ს. და თუ კი რაიმე ფინანსური პრობლემა შეექმნა ამ არხს, შეექმნა მიზანმიმართულად. ჯერ სარეკლამო რეგულაციებით და შემდგომ  ყადაღით რომელმაც ხელ-ფეხი შეუკრა არხის მენეჯმენტს. ვისი სახელი და გვარიც ჩაიწერება საჯარო რეესტრში, ამ სახელის და გვარის უკან იქნება ივანიშვილი. ეს არის ჩემი მოლოდინი. იმიტომ, რომ აქამდე მიმდინარე მოვლენები სწორედ ამას გვიჩვენებს. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ორი მოცემულობა. პირველი, რომ ამ ყველაფრის უკან ივანიშვილი დგას. და მეორე, რომ ამ ყველაფრის მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. დანარჩენი ამ მიზანს როგორ მიაღწევენ, ამ მეორე საკითხს, მესაკუთრის ცვლილებით, არსებული მესაკუთრე რაღაცას გააკეთებს, ფინანსურ პრობლემებს შეუქმნიან, ივანიშვილისთვის უფრო სანდო ბიზნესმენს გადაუფორმებენ თუ ვინმე სხვას, ეს ყველაფერი არის დეტალები, რომელსაც გზა და გზა გავიგებთ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები