პერმანენტული აქციების სატელევიზო ფორმატით, ისევ გრძელდება რუსთაველის გამზირზე. გადაცემა "სირცხვილიას" სტუმრები ამჯერადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები იყვნენ. აქცია დღეს ისევ განახლდება.
მოთხოვნა უკვე თითქმის ორი თვეა უცვლელია -20 ივნისის აქციის სისხლიან დარბევაზე პასუხისმგებლობა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. აქციის მონაწილეები ამ დრომდე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.