17 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
პარტიის წარმომადგენელი უნდა დაასახელო, ვინც გადატრიალება მოაწყოო - ბესიკ თამლიანის დედა 20 ივნისს დაკავებულებზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობს 

20-21 ივნისს აქციაზე უკანონოდ დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. მას ორი ათასამდე ხელმოწერა უკვე აქვს.

რუსუდან თამლიანი საკუთარი შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირზე, ზეწოლა მიმდინარეობს. 

ბესიკ თამლიანის დედა ამბობს, რომ მათ საპატიმროში მოთავსებული პირების ნახვას უკრძალავენ.

„უმრავლესობა ვინც ზის შეშინებულია, ერთ მათგანზე მიდის ზეწოლა. მიუთითებენ პარტიაზე, ამ პარტიის ეს წარმომადგენელი უნდა დაასახელო, ვინც მოაწყო ორგანიზება გადატრიალებისო. სად იყო გადატრიალება? ცარიელი ხელებით იყო სულ ყველა მოსული. სულ ყველას აეკრძალა ყველანაირი კონტაქტი ახლობლებთან,“-აცხადებს თამლიანის დედა.

დღის ამბები