საპენსიო რეფორმა - დაგროვებითი სქემა ამ დროისათვის 141 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის, 41 საჯარო მოხელეა. ამის მიუხედავად, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებულების რიცხვი გასულების რაოდენობაზე 800-ით მეტია.
ლევან სურგულაძე ფიქრობს, რომ კონკრეტული ადამიანების მიერ საპენსიო სქემის დატოვების მიზეზი დაბალი შრომითი ანაზღაურება და ინფორმაციის ნაკლებობა გახდა. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პრობლემა აღმოფხვრილი იყოს და სქემიდან გასული ადამიანები საპენსიო რეფორმაში კვლავ ჩაერთონ.
„ საჯარო მოხელეები, ისევე, როგორც კერძო სექტორში დასაქმებულები რაღაც ნაწილი გავიდა, რა პროცენტიც ვახსენე. არაფერი ამაში გასაოცარი და საკვირველი არ არის. მათ ჰქონდათ ამის უფლება. ეს ალბათ იყო ისეთ დაბალი ხელფასის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალიან მგრძნობიარე, ასე ვთქვათ, აი, ამ საპენსიო შენატანების მიმართ. შეიძლება იყო გარკვეული ინფორმირების ნაკლებობაც. რაც მოვასწარით გავაკეთეთ და გავაკეთებთ მომავალშიც, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ,“- განაცხადა სურგულაძემ.