სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. გამოძიების ინფორმაციით, ისინი წარსულში რამდენჯერმე არიან ნასამართლევი.
დაკავებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე აიყვანეს, რის შედეგადაც სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.
რაც შეეხებათ ნარკორეალიზატორებს, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ.