„ეს იყო ჭორაობა“- ასე ეხმაურება ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე აგვისტოს ომზე ტელე იმედზე გასულ ფილმს. პაატა დავითაია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე იყო.
„არსებობს სამართლებრივი შეფასება დროებით საპარლამენტო კომისიის და ტალიავინის კომისიის, რომელშიც ეჭვი ვერავის ვერ შეაქვს. აქედან გამომდინარე დაიწყეს ზოგიერთებმა ჭორაობა. კონსტიტუციური წყობა აფხაზმა სეპარატისტებმა და ოსებმა სეპარატისტებმა კი არ დაარღვიეს, თითქოს და ჩვენ დავარღვიეთ ასე გამოვიდა. და აქედან გამომდინარე მიმაჩნია რომ ეს პირდაპირ ჯდება ჩვენი მტრის ნარატივში. რაც მთავარია, თუ ვინმეს ეჭვები გააჩნია ჩაატარონ გამოძიება და არ ილაპარაკონ ფინჯან ყავასთან ჭორებით. იმოქმედონ სამართლებრივ ჩარჩოში,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.
ტელე "იმედზე" გასულ ფილმზე მასალა "მედიაჩეკერმა" გამოაქვეყნა. უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი -ერთში იმეორებს- ასე აფასებს "მედიაჩეკერი" ფილმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.
„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს მედია ჩეკერი, რომელიც ამ ფილმზე მასალას აქვეყნებს.
მოგვიანებით ტელე იმედის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ფილმი მისი პროდუსინგით არის გადაღებული და მისი ავტორი მერაბ მამარდაშვილია.