17 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ტექნიკური ხარვეზები ანტისაოკუპაციო აქციაზე - ორაგნიზატორები ვარაუდობენ, რომ ხმის ჩახშობა სპეიალური ტექნიკის გამოყენებით ხდება

რუსთაველის გამზირზე აქციაზე გუშინ ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. ორგანიზატორების განცხადებით, პერიოდულად ტერიტორიაზე ხდება ხმის ჩამხშობი მანქანების მობილიზება, რის შედეგადაც შეუძლებელია ინტერნეტთან კავშირი. ტექნიკური პრობლემის მიუხედავად გადაცემა "სირცხვილია" მაინც შედგა და მისი სტუმრები მედიამკვლევარი ნინო დანელია დ "ტვ პირველის" ჟურნალისტი, თამარ ჩიხლაძე იყვნენ, რომლებმაც მედიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. თამარ ჩიხლაძემ ტელეკომპანია "იმედიდან" მისი წამოსვლის მიზეზებიც განმარტა და განაცხადა, რომ მას არ უნდოდა ყოფილიყო იმ სცენარის მონაწილე, რა სცენარითაც "იმედის" სარედაქციო პოლიტიკა იქმნებოდა. სიტყვით გამომსვლელებმა გუგუტიანთაკარში ოკუპანტების ქმედებებზე და ამ ქმედებების საპასუხოდ ხელისუფლების უმოქმედობაზეც იმსჯელეს. 

დღის ამბები