ევაკუაცია ახალციხის მუნიციპალიტეტში - შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში "კურიერს" განუცხადეს, ცეცხლის შენობის გადახურვას მოედო. ამ დროისთვის ადგილზე 4 სახანძრო მანქანა მუშაობს. მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც. დაშავებული არავინ არის. შენობა მთლიანად ევაკუირებულია.