ხანძარი სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ - ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორცილდა. ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის შემდეგაც კვამლი მთლიანად შენობაში გავრცელდა.
სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, დღეს დილიდან სავენტილაციო სისტემის შემოწმება მოხდება. როდის აღადგენს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი ჯერჯერობით უცნობია.