17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
სკოლა "ახალი ლიდერების ინიციატივას" მსმენელებს საჯარო ლექცია ნიკა გვარამიამ წაუკითხა

სკოლა "ახალი ლიდერების ინიციატივას" მსმენელებს, მედია გარემოსთან დაკავშირებით საჯარო ლექცია დღეს ნიკა გვარამიამ წაუკითხა. სკოლის მსმენელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან და მათ სემინარებს, როგორც უცხოელი ასევე ქართველი სპეციალისტები უტარებენ.

ტრენინგები ოკუპაციის, მედია თავისუფლების, სოციალური მედიის თემატიკისაა. საზაფხულო სკოლას სულ 500 მსმენელი ყავს და მათ ტრენინგები 5 ეტაპად ჩაუტარდებათ.

„როგორ შეიძლება ამ ბავშვებს ვუმტყუნოთ და არ გადავაბაროთ დემოკრატიული, დასავლური ქვეყანა, რომ მერე ამათმა მართონ და მაგარი ქვეყანა გახადონ ძალიან. ჩვენი ვალი ეგ არის სინამდვილეში, დღეს ეგ წყდება - ამ ბავშვებამდე მივიტანთ თუ არა ჩვენს ქვეყანას ისეთს, როგორსაც ისინი იმსახურებენ, დასავლურს, დემოკრატიულს და ყველაზე მაგარს ესენი გახდიან უკვე, ჩვენ ამას ვერ მოვასწრებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სკოლა ”ახალი ლიდერების ინიციატივას” დამფუძნებელი, კრისტინა ფაშოუ ამბობს, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა სტუდენტებთან ისაუბრეს რუსული პროპაგანდის როლზე მედიაში.

„სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სპიკერებმა ისაუბრეს რუსული პროპაგანდის როლზე მედიაში და როგორ გავლენას ახდენს ეს პროპაგანდა საქართველოზე. ვფიქრობ, ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესოა სფეროს ლიდერისგან, ნიკასგან მოისმინონ მოსაზრებები ამ საკითხზე. ვფიქრობ, ისინი გაიგებენ, რომ მედიის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რადგან თუ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის, არც დემოკრატიაა“, - განაცხადა ფაშოუმ.

დღის ამბები