17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ოზურგეთში, მინდორში მიტოვებული ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექიმი

ოზურგეთში, მინდორში მიტოვებული ჩვილის მდგომარეობა, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, ახალშობილი გოგონა თხილის პლანტაციებში, დაბადებიდან დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იყო მიტოვებული.

როგორც ”მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე აცხადებს, ექიმები ჩვილის გადასარჩენად რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ და მის სიცოცხლეს, ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

„ახალშობილის პოვნა მოხდა მშობიარობიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ, ანუ მთელი 4 საათის განმავლობაში, მდედრობითი სქესის ახალშობილი, ერთი კილო და 700 გრამი იყო მინდორზე, ფოთლებში. მწერები და ჭიანჭველები ესეოდა ახალშობილს და მშობიარობიდან 4 საათის შემდეგ, გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში და მინდა აღვნიშნო, რომ მთელი სამედიცინო პერსონალი ჩვენი კლინიკის, სამი საათის განმავლობაში ბავშვს თავიდან არ მოსცილებიან. გასულია რამდენიმე საათი და ბავშვი ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - განაცხადა  დავით მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გურიაში, დედამ ახალშობილი, თხილის პლანტაციებში გადააგდო და ჩვილი სიკვდილისთვის გაწირა. ირკვევა, რომ დედამ ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებს დაუმალა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბავშვის მოცილება გადაწყვიტა. კლინიკაში, ქალი ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს.

ახალშობილი ბავშვის დედა, 31 წლის ქალი, ისევ კლინიკაში რჩება. ​მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები