17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფა - ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება 

საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი დღეს მთელი დღის მანძილზე მმართველ გუნდს უმტკიცებდა, რომ თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამის გამო, შესაძლოა, დედაქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა, დეპუტატებს ვიდეომასალა უჩვენა.

ლევან ხაბეიშვილს ხელისუფლება დაეთანხმა და უთხრეს, რომ პრობლემა ნამდვილად სახეზეა და მილის შესახებაც ინფორმირებულები არიან, თუმცა იმ ადგილებში, საიდანაც დედაქალაქი წყლით მარაგდება, საშიში არაფერია.

საკითხი დღეს გარემოს დაცვის კომისიას გასცდა და მან საკრებულოს სხდომაზეც გადაინაცვლა. ხაბეიშვილს უმრავლესობის დეპუტატებმა უპასუხეს და უთხრეს, რომ წყალი სასმელად უსაფრთხოა და მისი ფილტრაცია უმაღლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება.

GWP ამბობს, რომ თბილისის ზღვაში, საიდანაც მოსახლეობის 30 პროცენტი სასმელი წყლით მარაგდება, ფეკალიების ჩადინების მიუხედავად, წყალი სუფთაა. წყლის კომპანიაში ამბობენ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხს 24 საათის განმავლობაში იკვლევენ და ის სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. 

დღის ამბები