18 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს

პოლონეთში ლეგალურად სამუშაოდ წასული 36 წლის ნინო ვაშაკიძე სავარაუდოდ თაღლითობის მსვერპლი აღმოჩდნა. მისი თქმით, ის სამუშაოდ საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, ვლადიმერ ღლონტმა წაიყვანა, და წინასწარ გარანტიის სახით 300 ლარი გამოართვა. თუმცა, პოლონეთში ჩასული ვაშაკიძე 12 დღეში სამსახურიდან ისე გაათავისუფლა რომ მხოლოდ 3 დღის ანაზღაურება გადაუხადა. ვაშაკიძე ამ დრომდე პოლონეთში რჩება და უკან დასაბრუნებელი ფული არ აქვს. დახმარებისთვის მან უკვე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს, თუმცა იქიდან დახმარებაზე უარი უთხრეს.

დღის ამბები