თბილისში ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის მორიგ სიქუელს იღებენ საუაბარია- „Fast and Furious-ის მე-9 ფილმზე, რის გამოც ქალაქში საავტომობილო მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები წესდება.
18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება - კერძოდ იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში; თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით; ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.